მოლდოვას ენერგეტიკის მინისტრის, ვიქტორ პარლიკოვის განცხადებით, ქვეყანა რუსული კომპანია „გაზპრომისგან“ გაზს აღარ შეიძენს. მინისტრის თქმით, რესპუბლიკამ გაზის ალტერნატიული წყაროებიდან მოპოვება ევროპულ ბაზარზე მისი შეძენით მოახერხა. პარლიკოვი ხაზს უსვამს, რომ ალტერნატიული ბაზრებიდან გაზის შეძენა ქვეყანამ გაცილებით დაბალ ფასში მოახერხა, ვიდრე გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.