გაწვევის სამსახური გადადის თავდაცვის სამინისტროში 2024 წლის პირველი იანვრიდან და ასევე მინდა ვთქვა, რომ 2025 წლიდან ყველა წვევამდელი სამსახურს გაივლის თავდაცვის სამინისტროში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, თავდაცვის კოდექსით დარეგულირდება „გირჩის“ ინიციატივა, რომლის შედეგადაც ბევრი ახალგაზრდა შეცდომაში იქნა შეყვანილი.