ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე პარლამენტში სახალხო დამცველმა, ომბუდსმენის საქმიანობის გასული წლის ანგარიში წარადგინა. ლევან იოსელიანის განცხადებით, ანგარიში წინა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ომბუდსმენობის დროს არის მომზადებული და ის არ შეუცვლიათ. ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და არაერთ მახასიათებლებში გაუარესდა კიდეც.