2024 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის განხილვები იწყება - Palitra News

2024 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის განხილვები იწყება

2023-10-02 13:36:25+04:00

2024 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის განხილვები იწყება. პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 24.1 მილიარდ ლარს მიაღწევს, რაც გასულ წელთან შედარებით 2.26 მილიარდი ლარით მეტი იქნება. გაზრდილ ხარჯებს მთავრობა 18.3 მილიარდი ლარის გადასახადების აკრეფით დააფინანსებს. ამასთან დაგეგმილია 3-ნახევარი მილიარდის ახალი ვალების აღება, საიდანაც თითქმის 2 მილიარდი საგარეო ვალებზე მოდის. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტი 5.2%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, ხოლო დეფიციტის დონე მშპ-ის 2.5% იქნება. ყველაზე ძვირადღირებული პროგრამა მომდევნო წლის ბიუჯეტში ხანდაზმულთა საპენსიო უზრუნველყოფაა, რაზეც 3.9 მილიარდი ლარი დაიხარჯება. საბაზისო პენსია 315 ლარით, 70 წელს ზემოთ პირთა პენსია კი 415 ლარით განისაზღვრება. რიგით მეორე ყველაზე ძვირადღირებული პროგრამა სოციალურად დაუცველთა უზრუნველყოფა იქნება, რაზეც 1.5 მილიარდი ლარი დაიხარჯება.