ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა, რაც რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, ქართული ღვინისა და ქართული რაგბის პოპულარიზაციის ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას ითვალისწინებს. ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მსგავსი ღონისძიებები ყველა იმ მსხვილი საერთაშორისო ტურნირის დროს გაიმართება, სადაც ქართველი „ბორჯღალოსნები“ მონაწილეობას მიიღებენ.