საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე 4 პირი ამხილა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ერთდროულად რამდენიმე მუხლით, მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება.