დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველს უსმენენ. ლევან იოსელიანი თავისი საქმიანობის გასული წლის ანგარიშს წარადგენს. გარდა ამისა, დაგეგმილია კითხვა-პასუხის რეჟიმი, რა დროსაც დეპუტატები სახალხო დამცველს რეპლიკებითა და შეკითხვებით მიმართავენ.