ჟერომ ბოატენგი ახლოს არის „ბაიერნში“ დაბრუნებასთან. Sky Sport Deutschland-ის ცნობით, 35 წლის მცველი მიუნხენურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას უახლოეს საათებში გაივლის გადის, რის შემდეგაც კვლავ „ბაიერნის“ ღირსებას დაიცავს.
შეგახსსენებთ, რომ ბოლოს ბოატენგი ფრანგულ „ლიონში“ თამაშობდა და ახლა ის თავისუფალი აგენტია. სწორედ ამიტომ, „ბაიერნს“ გამოცდილი ცენტრალური მცველის დამატება უფასოდ შეეძლება. ხელშეკრულება ფეხბურთელსა და მიუნხენურ კლუბს შორის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე გაფორმდება.
შეგახსენებთ, ჟერომ ბოატენგმა კარიერის უდიდესი ნაწილი მიუნხენის „ბაიერნში“ გაატარა, რომლის ღირსებასაც 2011-დან 2021 წლამდე იცავდა.