"აიაქსის" ფორვარდს, გიორგი მიქაუტაძეს რთული პერიოდის აქვს, რადგან აიაქსში სათამაშო დრო თითქმის არ ეძლევა. ერედივიზიონის მე-4 ტურში "მეცის" ყოფილი თავდამსხმელი "ტვენტეს" წინააღმდეგ სადებიუტო მატჩში ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ, თუმცა მისთვის უჩვეულო, 10-იანის პოზიციაზე მოქმედებდა.
ESPN-ის ჟურნალისტის, კრისტიან ვილაერტის განცხადებით, 22 წლის ფეხბურთელმა სათამაშო დროის სიმცირეზე უკმაყოფილება ღიად გამოთქვა და გუნდის მთავარ მწვრთნელს, მორის შტაინს განუცხადა, რომ ფლანგზე და 10-იანის პოზიციაზე თამაშს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ურჩევნია. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ გამოეხმაურა აღნიშნულ ინფორმაციას გუნდის მთავარი მწვრთნელი. შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე "აიაქსს" "მეციდან" 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.