მსოფლიო თასზე, B ჯგუფში სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა ტონგას ბონუსქულით მოუგო, 15 ქულა მოაგროვა და პლეი ოფის საგზური მოიპოვა.
მსოფლიო თასზე გუნდები რამდენიმე დღე დაისვენებენ. ჩემპიონატი 5 ოქტომბერს ახალი ზელანდიისა და ურუგვაის მატჩით განახლდება.
რაც შეეხება მეორე შეხვედრას, C ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს, ავსტრალიის ნაკრები პორტუგალიას შეხვდა და ანგარიშით 34:10 დაამარცხა. აღნიშნული მატჩის მთავარი არბიტრი ქართველი ნიკა ამაშუკელი იყო. მან მიმდინარე მსოფლიო თასზე მთავარ მსაჯად მესამე თამაში განსაჯა.
ავსტრალიამ პორტუგალია ბონუსქულით დაამარცხა და მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა ორ მოგებითა და ორი წაგებით დაასრულა. პორტუგალია კი ორი ქულით ბოლო ადგილზეა და ბოლო შეხვედრას ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.