თურქეთმა ჩრდილოეთ ერაყში ქურთ მეამბოხეებზე რამდენიმე საჰაერო იერიში მიიტანა. თურქებმა 20 სამიზნე გაანადგურეს და "ქურთისტანის მუშათა პარტიის" ბევრი მებრძოლი "გაანეიტრალეს". საჰაერო დარტყმების სამიზნე საწყობები და ბუნკერები იყო, რომლებსაც "ქურთისტანის მუშათა პარტია" იყენებდა. შეგახსენებთ, ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე საათით ადრე თვითმკვლელმა ტერორისტმა ანკარაში, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. მოგვიანებით, "ქურთისტანის მუშათა პარტიამ" განაცხადა, რომ აფეთქება მათთან დაკავშირებულმა ჯგუფმა, "უკვდავთა ბატალიონმა" მოაწყო.