ჰოლოზეუმში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „რამხელაა სამყარო“. დღეიდან, ციფრული მუზეუმის სტუმრებს საშუალება მიეცემათ გაიგონ, თუ რა ადგილი უკავია ჩვენს პლანეტას კოსმოში და ვინ იყვნენ პირველი მოგზაურები. ასევე, პროექტის ფარგლებში წარმოდგენილია ქართველი ასტროფოტოგრაფის, სანდრო შუღლაძის გადაღებული ფოტოები, რომლებიც ციურ ობიქტებს: “ნისლეულებსა” და გალაქტიკებს ასახავს. გამოფენის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აღნიშნული შოუ ინტერაქციულ ნაწილსაც მოიცავს, სადაც პლანეტების ციფრული ვერსიების შექმნაც იქნება შესაძლებელი.