შუალედური არჩევნების ფარგლებში, ამომრჩევლებმა გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი, ასევე გურჯაანის მერი აირჩიეს. ცესკომ 103-ი უბნის შედეგები წარადგინა, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიით მიმდინარეობდა. გურჯაანში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გიორგი მაჭავარიანმა 14 450 ხმა მიიღო, რაც შეეხება გორი-კასპის მეთხუთმეტე მაჟორიტარულ ოლქს, მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ხმათა 93.4% აიღო, ხოლო ოპოზიციურმა კანდიდატმა, მამუკა ტუსკაძემ ხმათა 6 მთელი 59 მეათედი პროცენტი მიიღო. არჩევნებში მონაწილეობა 43 330-მა ამომრჩეველმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ გურჯაანში მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, სადაც საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა 35.24% მივიდა.