რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ წვრთნებისა და წარმოების უკრაინის ტერიტორიაზე გადატანა ბრიტანელ ინსტრუქტორებს რუსეთის შეიარაღებული ძალების ლეგალურ სამიზნეებად აქცევს. მედვედევმა დასავლელ ლიდერებს იდიოტები უწოდა და ინსტრუქტორების განადგურების პირობა დადო. ოკუპანტი ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა დასძინა, რომ დასავლეთი რუსეთს მესამე მსოფლიო ომისკენ უბიძგებს.