აზერბაიჯანული მედიის ცნობით, გაერო-ს მისიის წევრები ყარაბაღში ჩავიდნენ. მედია იუწყება, რომ მისიის მიზანია ადგილზე გაეცნონ სიტუაციას და დაადგინონ მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებები. მასში შედიან გაერო-ს სხვადასხვა სააგენტოს წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო 30 წლის განმავლობაში, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციამ რეგიონში წვდომა მოიპოვა.