ანკარის ცენტრში, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აფეთქება მოხდა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. აფეთქება კიზილაის რაიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ახლოს მოხდა. ადგილზე გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დედაქალაქ ანკარაში, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა გაააქტიურა. თავდამსხმელი პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა. თავდასხმის შედეგად ორი პოლიციელი მსუბუქად დაშავდა.