ქართული ოცნების 11 წლის იუბილეს ოპოზიცია აფასებს. ხელისუფლების ოპონენტები “ქართული ოცნების” 11 წლიან მმართველობას ქვეყნისათვის გამოტანილი განაჩენსა და უკუსვლის ქრონოლოგია უწოდებენ. გამარჯვების პლატფორმის ლიდერებმა სპეციალური ბრიფინგები სიმბოლურად იმ ადგილებთან გამართეს, რომელიც მათი შეფასებით, ხელისუფლების რეალურ სახეს წარმოაჩენს. ოპოზიციის თქმით, ქართულმა ოცნებამ ხალხს დემოგრაფიული კატასტროფა, ქართველების ქვეყნიდან მასშტაბური გადინება და მათ ნაცვლად ოკუპანტების შემოდინება მოუტანა.