საქართველოს პარლამენტი 2 ოქტომბრის ბიუროს სხდომაზე ქართული ოცნების მიერ მომზადებულ კანონის პროექტს განიხილავს. მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს. კანონპროექტის მიხედვით, დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აიკრძალება თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან ხელს უშლის პოლიციის დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი. ნორმის დარღვევა 500 ლარიან ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს. ცვლილების განხორციელების მიზეზად ავტორები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებას ასახელებენ. პროექტი პარლამენტის ბიუროს 2 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება.