გურიის პოლიციამ 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ერთი პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 28 სექტემბერს ბრალდებულმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლისუბანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2000 წელს დაბადებულ პირს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული ჩოხატაურში, სოფელ გოგოლისუბანში დააკავეს.პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.