საქართველოში პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს. გორი-კასპის ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები ტარდება, ხოლო გურჯაანში დღეს მერს ირჩევენ. გორი-კასპის საარჩევნო ოლქში გამარჯვებისთვის ორი კანდიდატი იბრძვის: პარტია ქართული ოცნებიდან, გიორგი სოსიაშვილი და მამუკა ტუსკაძე პარტია „სოციალური სამართლიანობიდან". უბნების უმეტესობაზე არჩევნები ახალი, ელექტრონული წესით ტარდება. ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს ამომრჩეველს, მივიდნენ საარჩევნო უბანზე და არჩევნების მოდერნიზების ისტორიული პროცესის მონაწილეები გახდნენ.