მსოფლიო თასზე მესამე მატჩში საქართველოს ნაკრები ფიჯისთან 12:17 დამარცხდა.
პირველი ტაიმი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით 9:0 დასრულდა, თუმცა მეორე ტაიმში ფიჯელებმა თამაშის ხარისხი გააუმჯობესეს.
ამრიგად, ლევან მაისაშვილის გუნდი C ჯგუფში 1 ფრითა და 2 მარცხით მე-4 ადგილზეა.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 7 ოქტომბერს, უელსის წინააღმდეგ გამართავს.