სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას ძლიერი ქარიშხალი დაატდა თავს. ძლიერმა ქარმა და წვიმამ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობა, მოსავლის განადგურება და შენობების დაზიანება გამოწვია. ქეიპ-თაუნის კატასტროფების რისკების მართვის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისათვის ელექტროენერგია 80 000-მდე ადამიანს არ მიწოდება. სტიქიის გამო რეგიონში 80-ზე მეტ საავტომობილო გზაზე გადაადგილება დროებით აიკრძალა. წყალდიდობას ქვეყანაში სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა.