პოლიციამ გაუპატიურების,ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა, სხვადასხვა დროს, ნაცნობ გოგონებთან, მათი ნების საწინააღმდეგოდ დაამყარა სქესობრივი კავშირი, ასევე, მათ არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მათ მიმართ მუქარასაც ახორციელებდა. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.