„ქართული ოცნება“ შეკრებისა და მანიფესტაციების დროს, დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს. მმართველ პარტიაში აღნიშნულ ცვლილებას იმით ხსნიან, რომ კონსტრუქციები შეკრების მონაწილეებს საფრთხეს უქმნის, ასევე პოლიციის მიერ წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას ხელს უშლის. აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას უკვე გამოეხმაურნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და თუ რას ამბობენ ისინი.