უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთის ფრონტებზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტები ძირითადი ძალების კონცენტრაციას ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებით ახდენენ და დაკარგული პოზიციების აღდგენას ცდილობენ. მელიტოპოლში კი უკრაინა კონტრშეტევას განაგრძობს და მტერს მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებს. ბოლო მონაცემებით, რუსეთ-უკრაინის ომში უკრიანელებმა 278 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი მოკლეს.