ნიუ-იორკში ძლიერი სტიქიური უბედურების შედეგებს ებრძვიან. წყალდიდობის გამო ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. წყალდიდობის შედეგად დატბორილია ქალაქის გზატკეცილები და ქუჩები. დაიტბორა ნიუ-იორკის ცნობილი ცენტრალ პარკიც.
მედიის ცნობით, განსაკუთრებით რთული ვითარება მანჰეტენში, ბრუკლინსა და ქუინსშია.
წყალდიდობის გამო ნიუ იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.
ნიუ იორკის მერმა, ერიკ ადამსმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. ის მოსახლეობას მოუწოდებს ქუჩაში გამოსვლისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ. ნიუ-იორკში უკვე ერთ კვირაზე მეტია, გადაუღებლად წვიმს.
სინოპტიკოსების ცნობით, მსგავსი რაოდენობის ნალექი ქალაქში 1882 წლის შემდეგ არ მოსულა.