პაკისტანში რელიგიურ შეკრებაზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა. აფეთქების შედეგად სულ მცირე 55 ადამინი დაშავდა. მედიის ცნობით, ტერორისტების სამიზნე რელიგიური მსვლელობა იყო, რომელიც ქალაქ კვეტადან დაახლოებით 60 კილომეტრში მიმდინარეობდა. ჯერჯერობით, აღნიშნულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ ჯგუფს არ აუღია. მომხდარი გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა უკვე დაგმო. მისი განცხადებით, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.