მთიანი ყარაბაღი 98-ი ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ინფორმაციით, აღნიშნული პირები უკვე სომხეთში იმყოფებიან. ოფიციალური ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში სულ 120-ი ათასი ადამიანი ცხოვრობდა. შეგახსენებთ,მ რომ არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. „პრეზიდენტმა“ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ე.წ. „რესპუბლიკა” 2024 წლის 1-ელი იანვრიდან არსებობას შეწყვეტს.