პოლიტიკოს ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის მხარდასაჭერად 300 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა. გამოცემის ცნობით, ეს თანხა აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტიდანაა ამოღებული და მას კენჭი ცალკე უყარეს. პალატამ ასევე კანონპროექტი 826 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის თავდაცვის ხარჯების შესახებაც მიიღო. Politico-ს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ორივე კანონპროექტი დამტკიცდა, „დემოკრატები“ შიშობენ, რომ რუსული პროპაგანდა შეეცდება, უკრაინის დახმარების ცალკე კანონპროექტად გამოყოფა უკრაინის დახმარების ვალდებულებაზე უარის თქმად წარმოაჩინოს.