უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით მანამ სანამ ევროკავშირი უკრაინასთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებებს დაიწყებს მნიშვნელოვან კითხვებს უნდა გაეცეს პასუხები. მისივე თქმით, ომში მყოფი უკრაინის ტერიტორიული თუ მოსახლეობის მონაცემები განსაზღვრული არაა და ევროკავშირში მისი პარამეტრების ცოდნის გარეშე ქვეყნის მიღება უპრეცედენტო იქნება. შეგახსენებთ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დეკემბერში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, მისცენ თუ არა უკრაინას გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების უფლება, რასაც 27-ვე წევრი სახელმწიფოს ერთსულოვანი მხარდაჭერა სჭირდება.