უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ რუსეთის კურსკის ოლქში ელექტრო ქვესადგურზე თავდასხმა განახორციელა. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ქვესადგური ელექტროენერგიას მნიშვნელოვან რუსულ სამხედრო ობიექტებს აწვდიდა. მისი დაზიანებით უკრაინული მხარის თქმით, რუსეთს მიანიშნეს, რომ თუ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს გააგრძელებს, კიევისგან ადეკვატურ პასუხებს მიიღებს. მანამდე, კურსკის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ოლქში, დრონით განხორციელებული თავდასხმის გამო, ხუთ დასახლებას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.