საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრას უკვე მოჰყვა შეფასებები ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ის ოპოზიციონერი დეპუტატები რომლებიც შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ ამბობენ რომ ახლა მნიშვნელივანია ზურაბიშვილმა ქმედითი ნაბიჯები გადადგას. მმართველ გუნდში კი ფიქრობენ რომ საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელი ქმედებები უბრალოდ აბსურდულია. აღნიშნულის პარალელურად დეპუტატები აქტიურად განიხილავენ ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებულ იმპიჩმენტის პროცესს. რა შეფასებები კეთდება პოლიტიკოსების მხრიდან