სააპელაციო სასამართლო თაღლითობის საქმეზე დონალდ ტრამპის პროცესს არ გადადებს. ნიუ იორკის სააპელაციო სასამართლომ პროცესის შეჩერების შესახებ, მოსამართლე დევიდ ფრიდმანის 14 სექტემბრის ბრძანება გააუქმა. საქმეზე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მომდევნო პროცესი 2 ოქტომბერსაა ჩანიშნული. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპს გენერალურმა პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა გასული წლის სექტემბერში უჩივლა. მან ტრამპი და მისი სამი შვილი, ტყუილში დაადანაშაულა. ჯეიმსის მტკიცებით, საბანკო სესხებზე უკეთესი პირობების მისაღებად და ნაკლები გადასახადის გადახდის მიზნით, მათ თაღლითობა ჩაიდინეს.