რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის საჰაერო სისტემებმა კურსკისა და კალუგას ოლქებში 11 უკრაინული დრონი გაანადგურეს. უწყების ცნობით, 10 დრონი კურსკის, ერთი კი - კალუგას ოლქში გაანეიტრალეს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე კიევის რეჟიმის მიერ თავდასხმების განხორციელების მორიგი მცდელობა იყო.