თავდაცვის მინისტრმა გერმანიის გრანტით შესყიდული აღჭურვილობა დაათვალიერა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობა და გერმანულ მხარეს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში გაწეული პრაქტიკული და მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, გერმანიის თავდაცვის ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი ანდრეას ზებალდი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. გერმანული მხარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლიდან უწევს ფინანსურ დახმარებას.