„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოში შემოსული ვიზიტორებიდან ყოველი მე-5 რუსეთის მოქალაქეა.
ამასთან, კვლევაში მოყვანილი “საქსტატის” მონაცემების მიხედვით, მხოლოდ 2022 წელს 62,300 რუსეთის მოქალაქე დარჩა საქართველოში საცხოვრებლად.
„2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან 578 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 2-ჯერ მეტია. რუსი ვიზიტორების წილი ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20%-ია, რაც რეკორდული მაჩვენებელია! რუსი ვიზიტორების ნაწილი საქართველოში ხანგრძლივი ვადით დასახლდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, მხოლოდ 2022 წელს 62,300 რუსეთის მოქალაქე დარჩა საქართველოში საცხოვრებლად”,- ნათქვამია ანგარიშში.