რაგბის მსოფლიო თასზე, D ჯგუფის შეხვედრაში იაპონიის ნაკრები სამოას დაუპირისპირდა და 28:22 დაამარცხა.
შეხვედრა თავიდანვე იაპონიის ნაკრების უპირატესობით წარიმართა და ტაიმიც მათი გამარჯვებით დასრულდება – 17:8.
შეხვედრის მეორე ნახევარში სამოა კაცნაკლული დარჩა, რამაც მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა, თუმცა მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე სამოელებმა ანგარიში ექვს ქულამდე შეამცირეს და თამაშის შემობრუნებას შეეცადნენ, მაგრამ იაპონიამ მოახერხა თავის დაცვა და, საბოლოოდ, გაიმარჯვა კიდეც.
D ჯგუფს 14 ქულით ინგლისის ნაკრები ლიდერობას, მეორე ადგილზე 9 ქულით იაპონიაა და ბოლო ტურში, 8 ოქტომბერს, გადამწყვეტი მატჩი ელის არგენტინის ნაკრებთან.
29 სექტემბერს A ჯგუფის შეხვედრაში ერთმანეთს ახალი ზელანდიისა და იტალიის ნაკრებები ეთამაშებიან. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.