აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში "რესპუბლიკელებმა", რომლებიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის გამოძიებას ხელმძღვანელობენ, პირველი მოსმენა გამართეს. CNN-ი ს ინფორმაციით, მათ იმპიჩმენტის გამოძიების მთავარ აქცენტად ბაიდენის შვილის ბიზნეს გარიგებები აქციეს, თუმცა მტკიცებულება, ჰანტერ ბაიდენის მიერ ბიზნეს საქმიანობიდან ფულის მიღებაზე დღემდე არ გამოაშკარავებულა. მოწმეებმა, რომლებმაც კოლეგიის წინაშე ჩვენება მისცეს, განაცხადეს, რომ საკმარისი მტკიცებულება ბაიდენის იმპიჩმენტისთვის ჯერ კიდევ არ არის.