პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ ფარგლებში, დაცული ტერიტორიების ეროვნული პლატფორმა გაიხსნა. პლატფორმის მანდატი დაცული ტერიტორიების განვითარებასთან დაკავშირებული ყველა სტრატეგიულ-პოლიტიკური საკითხის, ასევე, სტრატეგიული დოკუმენტების, კანონპროექტების, რეგულაციებისა და პოლიტიკური პროცესების განხილვას ითვალისწინებს. ეროვნული პლატფორმის საშუალებით, ყველა დაინტერესებულ მხარეს თანაბარი შესაძლებლობა ექნება, მონაწილეობა მიიღოს სამუშაო შეხვედრებში და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. შეხვედრას გარემოს დაცვის სამინისტროს, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.