საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დუბლინში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მისი განცხადებით, მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რამდენად დიდი როლი აქვს, საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში. პაპუაშვილმა, მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომში უკრაინის გამარჯვების სჯერა.