სანქცირებულ პირებთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას მიერ მიღებული ე.წ საგამონაკლისო წესი კვლავ პოლიტიკური განხილვის საკითხია. უმრავლესობა შეშფოთების საფუძველს ვერ ხედავს და ამბობს, რომ ოპოზიცია პანიკას მიზანმიმართულას ავრცელებს. მეტიც მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით სავალუტო ფონდის პროგრამასთან დაკავშირებით არაფერი სანერვიულო არ არის. საპირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია.ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ნათია თურნავას გადაწყვეტილება საქართველოს ევროპულ მომავალსა და ფინანსურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. ასევე ოპოზიციის შეფასებით, შესაძლოა ევროპელმა ლიდერებმა ევროკომისიის რიგით მეორე პრიორიტეტი, რომელიც საფინანსო ინსიტუტების გაძლიერებას გულისხმობს, შეუასრულებელ რეკომენდაციად მიიჩნიონ.