პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი და ამავდროულად მისი ევროპაში ვიზიტები კვლავ ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემაა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ზურაბიშვილის ევროპულმა ვიზიტებმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ოპოზიციონერ დეპუტატებში თუმცა ხელისუფლების ოპონენტები ერთხმად თანხმებიან რომ პრეზიდენტის წინაარმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესი ქვეყნისთვის დამაზიანებელია. თავისმხრივ მმართველ გუნდში კი ფიქრობენ რომ ქვეყნისთვის დამაზიანებელი სწორედ ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტებია. აღნიშნულ საკითხს დღეს მთავრობის მეთაურიც გამოეხმაურა. რა განცხადა პრემიერმა და რა შეფასებები კეთდება აღნიშნულ საკითხზე დეპუტატების მხრიდან მეტ დეტალს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.