საქართველო ევროკავშირისგან გადამწყვეტი შეფასების მოლოდინშია. უკვე ცნობილია ევროკომისიის საბოლოო დასკვნის გასაჯაროების თარიღიც. მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსს ეს სწორედ ევროკომისიის საბოლოო დასკვნაზე დაყრდნობით გადაწყდება. საკითხს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს გასულ წელსაც იმსახურებდა. ოპოზიციაში კი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ევროპელ პარტნიორებთან ულტიმატუმის ენით საუბარს უწოდებენ. რა ხდება რეკომენდაციებთან მიმართებით და რას ამბობენ თემაზე პოლიტიკურ სპექტრში ცარო კირვალიძის სიუჟეტიდან გავიგებთ.