რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას საქართველოს მთავრობის მეთაური ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს რომ რუსეთთან ფრენების აღდგენა რუსეთის ხელისუფლების ერთპიროვნული გადაწყვეყილება იყო, ლავროვის განცხადება კი ინტერპრეტაციააა. ღარიბაშვილის მტკიცების მიუხედავად კვლავ კითხვებს სვამს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ რომ ლავროვის განცხადების შემდეგ ნათელი გახდა, რომ ოცნების ხელისუფლება ოკუპანტ ქვეყანასთან ფარულ მოლაპარაკებას აწარმოებდა. თემაზე ვრცლად მერაბ პაპაშვილი ისაუბრებს.