ნატო აპირებს, რომ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის წარმოება გაზარდოს. ნატო-ში აშშ-ის ელჩი. ჯულიან სმიტი აცხადებს, რომ საბრძოლო მოქმედებების გამო, ზოგიერთი იარაღისა და საბრძოლო მასალის მარაგი დეფიციტურია, რადგან ნატო-ს მოკავშირეებმა უკრაინას იარაღის მაქსიმალურად მიაწოდეს. მისივე თქმით, სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი თავდაცვის პროდუქციის წარმოების დასაჩქარებლად, კერძო სექტორთანაც მუშაობს.