არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ყოფილმა „საგარეო საქმეთა მინისტრმა", დავით ბაბაიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა გამოძიების ჩატარების მიზნით, მისი ბაქოში ჩასვლა მოითხოვა. მისივე თქმით, აზერბაიჯანმა ის შავ სიაში შეიყვანა. ბაბაიანმა ასევე აღნიშნა, რომ მისი გამოუცხადებლობა, ან გაქცევა ყარაბაღის მოსახლეობას სერიოზულ ზიანს მიაყენებს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1-ლი იანვრიდან არსებობას შეწყვეტს. შესაბამის განკარგულებას ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა ხელი უკვე მოაწერა.