საქართველო, ბოლონიის პროცესის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თემატური სამუშაო ჯგუფის ღონისძიებას მასპინძლობს. ორდღიანი ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეებმა, ნოდარ პაპუკაშვილმა და თამარ მახარაშვილმა გახსნეს. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის ევროპულ სივრცესთან კიდევ უფრო მეტად დაახლოება. ღონისძიების მონაწილეები ბოლონიის პროცესის მექანიზმებს განიხილავენ. გარდა ამისა, შეხვედრაზე მხარეები ჯგუფის მიერ ჩატარებულ სამუშაოსა და სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებზეც იმსჯელებენ.