სანქცირებულ პირებთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას მიერ მიღებული ე.წ საგამონაკლისო წესი კვლავ პოლიტიკური განხილვის საკითხია. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს ევროპულ მომავალსა და ფინანსურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. ოპოზიციის შეფასებით, შესაძლოა ევროპელმა ლიდერებმა ევროკომისიის რიგით მეორე პრიორიტეტი, რომელიც საფინანსო ინსიტუტების გაძლიერებას გულისხმობს, შეუასრულებელ რეკომენდაციად მიიჩნიონ. უმრავლესობა შეშფოთების საფუძველს არ ხედავს და ამბობს, რომ ოპოზიცია პანიკას მიზანმიმართულას ავრცელებს.