რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ფრენების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მათ საქართველოს მთავრობასთან შეათანხმეს. მთავარი რუსი დიპლომატის აღნიშნული გზავნილი ოპოზიციის შეფასებით არის დასტური იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ოკუპანტ ქვეყანასთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ მათთვის არ არის მნიშვნელოვანი, თუ რას იტუვის უკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი. როგორ გამოეხმაურნენ ლავროვის აღნიშნულ განცხადებას ქართველი პოლიტიკოსები.