რუსული ხორბლის ფასი ისევ მცირდება. საექსპორტო ფასი ტონაზე ახლა 240 დოლარია, ხოლო მინიმუმი ივლისის შუა რიცხვებში დაფიქსირდა, როცა გემბანის ბორტზე დატვირთულის ფასი 230 დოლარს შეადგენდა. მარცვლეულის მწარმოებელთა კავშირში მოლოდინი აქვთ, რომ რუსული მარცვლეულის საექსპორტო ფასი კვლავ ამ მინიმუმამდე დაეცემა. ხორბლის საიმპორტო ფასი, ბოლო სამი თვის განმავლობაში ტონაზე 30 დოლარით შემცირებულია საქართველოშიც. კერძოდ: ივნისში საქართველომ რუსეთში 2 მილიონ 560 ათასი დოლარის ღირებულების 9 887 ტონა ხორბალი იყიდა, ტონაზე საშუალო ფასი კი 258 დოლარით განისაზღვრა, ივლისში დაახლოებით 6 მლნ დოლარის ღირებულების ხორბალი შემოვიტანეთ, ტონა საშუალოდ 232 დოლარად. აგვისტოში ფასი კიდევ უფრო შემცირდა კიდევ 26 ათასი ტონა უკვე 228 დოლარად ვიყიდეთ. რაც შეეხება საერთო მაჩვენებელს, წელს იანვარ-აგვისტოში საქართველომ რუსეთისგან 32 მლნ დოლარის 117 907 ტონა ხორბალი იყიდა.